Happiness

Happiness

Sunday, June 29, 2014

რეფლექსია

(დღე ორი)

ტრენინგის მეორე დღე იყო დატვირთული და საინტერესო, რადგან გავიგე და გავითავისე ბევრი სიახლე, ასევე აღმოვაჩინე მოკლე და საჭირო გზები მიზნის მისაღწევად და შესაბამისად მომდევნო დღეების მიმართ მაქვს დიდი მოლოდინი. პროგრამა ნამდვილად დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთესად და რაც მთავარია სიაინტერესოდ დაგეგმაში - წარმართვა.
არ შეიძლება არ აღვნიშნო  ტრენერის გულისხმიერი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი.


(მე-4 დღე)

ტრენინგის მეოთხე დღეს ვისწავლე Word-ის გამოყენებით ბროშურის და სხვა საჭირო მასალების გაკეთება. ასევე გავეცანი ვიდეო მასალებს. ინტელის ელექტრონული სახელმძღვანელოდან რესურსები მოვიძიე და გამოვიყენე ჩემი პროექტისთვის.
მთლიანობაში დღე იყო ინფორმატიული და პროდუქტიული

(მე -5 დღე)

ინტელის მეხუთე დღე აღმოჩნდა ძალიან საიტერესო... გარდა იმისა რომ გავიგე ბევრი ახალი  და უაცილებელი ელემენტი, დავხვეწეთ ბროშურის შექმნა და ასევე ჩვენი პროდუქტის სხვებისთვის გაზიარება, დაკომენტარება და აზრების, იდეების გაცვლა...

( მე-6 დღე)

ტრენინგის მე -6 დღეს გავეცანი ექსელში კრიტერიუმების და ინდიკატორების საშუალებით საბოლოო ქულის გამოთვლას და ფორმულის გამოყვანას. საინტერესო იყო ერთმანეთის ნამუშევრების შეფასება ანუ მოვახდინეთ ნასწავლის პრაქტიკული გამოყენება. დღე იყო პროდუქტიული....

 (მე - 7 დღე)

დღე იყო ძალიან დატვირთული.ვისწავლეთ ბლოგში ინტერნეტ მასალების ან კომპიუტერში არსებულის ატვირთვა და შემდეგ მათი გაზიარება. ასევე კითხვარის, რუკაზე ჩვენი ადგილმდებარეობის, სურათების, ვიდეოს და პროექტის ატვირთვა - ჩასწორება ან შეცვლა. Google-ის  drive-იდან პროექტის ჩასმა როგორც ტექსტში HTML ით, ასევე ბლოგის ნებისმიერ გაჯეტზე.

( მე-8 დღე)
ვიმუშვე შაბლონზე, შეფასებაზე და გადავხედე ფაილის ატვირთვას

 (მე - 9 დღე)
დღეს ავტვირთე და ქსელში გავაზიარე ჩემი ელექტრონული პორტფოლიო. ასევე გავაკეთეთ პრეზენტაციები, დავაკომენტარეთ ნაშრომები...

No comments:

Post a Comment